ეროვნულმა დირექტორატმა, რომელიც საფრანგეთში კლუბების ფინანსურ მდგომარეობას აკვირდება, განაცხადა, რომ "ლილის" დაბალ ლიგაში გადაყვანის გადაწყვეტილებას სეზონის დასრულების შემდეგ მიიღებენ თუ კლუბში ფინანსური სიტუაცია არ გამოსწორდა.
გასული წლის დეკემბერში "ლილს" ტრანსფერებზე აკრძალვა დაედო, რის გამო კლუბმა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დრო შემადგენლობა ვერ გააძლიერა.
ამჟამად "ლილი" გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელთან მარსელო ბიელსასთან საქმეს არკვევს, რომელიც კლუბისგან კონტრაქტის გაწყვეტის გამო 19 მილიონ ევროს ითხოვს.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით