ცნობილმა მსახიობმა, 50 წლის პამელა ანდერსონმა "მარსელის" 32 წლის ფეხბურთელთან ადილ რამისთან რომ გააბა რომანი, უკვე გაუწყეთ. ქალი მასთან საცხოვრებლად ამერიკიდან საფრანგეთში გადაბარგდა, თურმე, ძალზედ გამოიცვალა, პროდუქტებზე სუპერმარკეტშიც თავად დადის და გემრიელ სადილებსაც უმზადებს.
პამელა ამტკიცებს, რომ ადილი უცხოპლანეტელს ეძახის, ეუბნება, 50 წლის კი არა 30-სა ხარ, მაჩვენე შენი საბუთებიო. თუ ანდერსონს დავუჯერებთ, ისინი ასაკში 18-წლიან განსხვავებას ვერ გრძნობენ.