აი, "ტულუზი" კი გასავარდნ ზონას 2 ქულით, პლეი აუთს კი სულ რაღაც ქულით უსწრებს და დასაკარგი არაფერი აქვს. ტრავმები პარიზელთა ტრიოს აწუხებს - ადრიენ რაბიოს, იულიან დრაქსლერსა და ტიაგო მოტას.
აქედან, გერმანელსა და იტალიელს ტულუზში ველით, ახალგაზრდა
ამ გუნდების შეხვედრა პირველ წრეში ნეიმარის დებიუტს დაემთხვა "პარკ დე პრენსზე" პსჟ-ს მაისურით. ბრაზილიელმა დებიუტი დუბლით აღნიშნა, ხოლო პსჟ-მ 6:2 გაანადგურა მეტოქე.
მიუხედავად იმისა, რომ "სენტ ეტიენი" ცხრილის შუაშია გაჭედილი, "მწვანეების" დაპირისპირება "მარსელთან" უდიდეს ინტერესს იწვევს. ჩემპიონი "მონაკო" "ანჟერს" სტუმრობს", ხოლო ტურს დააგვირგვინებს "ლიონის" დაპირისპირება "რენთან".
ფაქტები
- პსჟ-ს ლიგა 1-ის ბოლო 24 მატჩიდან 20-ში თითოეულში სულ მცირე, ორი გოლი აქვს გატანილი.
- როცა პსჟ ბოლოს "ტულუზს" ესტუმრა "მუნისიპალზე" 0:2 დამარცხდა (2016 წ).
- "მარსელმა" ბოლო 6 ტურში თამაშში 2 გოლი მაინც გაიტანა, აქედან კლუბმა 5 მატჩი მოიგო.
- "ანჟერმა" ბოლო სამი საშინაო მატჩი მოიგო.
- "ლიონმა ბოლო 13 საშინაო მატჩში მხოლოდ ერთხელ წააგო. "რენის" საგარეო მატჩებში ტრადიციულად ბევრი გოლი გადის.
ლიგა 1. XXV ტური
პარასკევი, 9 თებერვალი
სენტ ეტიენი-მარსელი 2:2
გოლები: 0:1 ფლორიან ტაივუნი (4), 1:1 კევინ მონეტ-პაკეტი (9), 1:2 მორგან სენსონი (20), 2:2 რობერტ ბერიჩი (75)
შაბათი, 10 თებერვალი
ტულუზი-პსჟ 20:00
ანჟერი-მონაკო 23:00
ბორდო-ამიენი 23:00
დიჟონი-ნიცა 23:00
გენგამი-კაენი 23:00
მეცი-მონპელიე 23:00
კვირა, 11 თებერვალი
სტრასბური-ტრუა 18:00
ნანტი-ლილი 20:00
ლიონი-რენი 23:59
ბომბარდირები: 21 - ედინსონ კავანი (პსჟ), 18 - ნეიმარი (პსჟ); 17 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 16 - ნაბილ ფეკირი (ლიონი); 14 - მარიანო დიასი (ლიონი);13 - მარიო ბალოტელი (ნიცა), ფლორიან ტოვენი (მარსელი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"