ლიგა 1. XXVI ტური: რეაბილიტაცია და შურისძიება [VIDEO]

AutoSharing Option
პსჟ-ს "რეალთან" დამარცხების შემდეგ საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ რეაბილიტაცია და "სტრასბურზე" I წრეში მარცხისთვის შურისძიება სურდა. ერთიც მოახერხა და მეორეც...

უნაი ემერის გუნდმა 7-გოლიანი შოუ და არა თრილერი ითამაშა "პარკ დე პრენსზე" და, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ყველაფერი ცუდად დაიწყო, დაამტკიცა, რომ ლიგა 1-ში კლუბს პრობლემა არა აქვს.

ედინსონ კავანიმ დუბლი მიითვალა, თითო გოლი კი იულიან დრაქსლერმა, ნეიმარმა და ანხელ დი მარიამ გაიტანეს. თითქმის ყოველ შემთხვევაში "სტრასბურის" მცველები მეტოქეს ხელს უწყობდნენ, ხელის შეშლის ნაცვლად.

ამ თამაშის შემდეგ კიდევ უფრო ამოუცნობი გახდა
ემერის საქციელი, რას ერჩოდა ბასკი მწვრთნელი დი მარიას, რატომ არ მისცა მას შანსი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "სტრასბურთან" არგენტინელმა მბაპეს არყოფნით ისარგებლა და მატჩში საუკეთესო იყო.

სხვათა შორის, თამაშის მერე ცნობილი გახდა, რომ პსჟ-მა კილიან მბაპეს შეძენის ოპცია გაააქტიურა. გაგიკვირდებათ და, ეს იმიტომ მოხდა, რომ პსჟ ოფიციალურად დარჩა ლიგა 1-ში.

"მონაკოსა" და პსჟ-ის შეთანხმებაში სწორედ ასეთი უცნაური პუნქტი იყო ჩაწერილი. კიდევ ერთი უცნაურობა: პსჟ-ის ფეხბურთელებს გვარები ჩინურად ეწერათ, ჩინური ახალი წლის საპატივცემულოდ.

უნაი ემერი (პსჟ-ის მწვრთნელი): "ამ საღამოს უმთავრესი იყო გამარჯვება. ჩვენ ეს მოვახერხეთ კარგი ფეხბურთის ჩვენებით. "პარკ დე პრენსზე" ყველა მატჩი მოგებული გვაქვს, ეს კი "რეალთან" თამაშის წინ უდიდეს იმედებს გვისახავს".


ჩემპიონმა "მონაკომ" ერთი დღით ადრე 4:0 გაანადგურა "დიჟონი", თუმცა ეს არ იყო იოლი მატჩი. არაფერი იყო გადაწყვეტილი, სანამ ფაბინიო პენალტს არ გაიტანდა, ეს კი 69-ე წუთზე მოხდა.

ლეონარდო ჟარდიმი ("მონაკოს" მწვრთნელი): "კარგი გამარჯვებაა გუნდთან, რომელსაც უყვარს კარგი ფეხბურთის თამაში. მატჩისთვის ძალზე სერიოზულად რომ არ მოვმზადებულიყავით, "დიჟონი" აუცილებლად გვაზარალებდა. მეტოქე ყოველთვის რისკავდა და წინ მოდიოდა, ჩვენ კი მისი შეცდომები დაცვაში სრულად გამოვიყენეთ".

"ლიონმა" ნელ-ნელა დათმო პოზიციები. გუნდმა "ლილთან" საგარეო შეხვედრაში ვერ შეინარჩუნა ორგოლიანი უპირატესობა და ფრე იკმარა. ფლორიან ტოვენის გოლი საკმარისი აღმოჩნდა "ბორდოს" დასამარცხებლად. გუსტავო პოიეტმა ჟირონდელთა თავკაცის პოსტზე პირველად წააგო.

ფაქტები
  • 2016/17 წლების სეზონიდან მოყოლებული, ევროპის ტოპ-5 ლიგაში კამილ გლიკზე (მონაკო) მეტი გოლი მხოლოდ მარკოს ალონსოს (ჩელსი) და მატია კალდარას (ატალანტა) აქვთ გატანილი - 12, 10 და 9 გოლი.
  • ტიაგო სილვამ (პსჟ) ლიგა 1-ში 150-ე მატჩი ითამაშა. მისი მოგების პროცენტი საუკეთესოა იმათ შორის, ვინც ლიგა 1-ში 150 და მეტი მატჩი ითამაშა - 72,5%.
  • პსჟ-მა ზედიზედ 13 საშინაო მატჩი მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატში, რაც ახალი საკლუბო რეკორდია.
  • "კაენს" აქამდე სეზონში მხოლოდ სამი მეგოლე ჰყავდა - სანტინი, როდელენი და სილვა. კრიველი მეოთხეა.
  • ჯოვანი სიოს (მონპელიე) თებერვალში ლიგა 1-ში 7 გოლი აქვს გატანილი. ეს მისი საყვარელი თვეა (გოლების 23%).
  • ანხელ დი მარიამ (პსჟ) 2018 წელს მეათე გოლი გაიტანა (ყველა შეჯიბრებაში).
  • პსჟ-მა "სტრასბურთან" ამ სეზონში სამჯერ ითამაშა და 6 გოლი გაუშვა (2-2 მატჩში).
  • "მონპელიეს" "გენგამთან" ბოლო 16 დაპირისპირებაში არ წაუგია. ბოლოს ეს 2006 წელს მოხდა.
  • "სენტ ეტიენმა" ბოლო 4 თამაშში ზუსტად იმდენი ქულა აიღო (10), რამდენიც იმის წინა 16 მატჩში.
  • პსჟ-მა ოფიციალურად გაიფორმა ლიგა 1-ში დარჩენა.
  • ამ სეზონში უკვე მესამედ "ლიონმა" ვერ მოიგო მას მერე, რაც მატჩში 2:0 დაწინაურდა.
  • ევროპის ტოპ-5 ლიგაში ფრანგ ფეხბურთელთა შორის ყველაზე მეტ გოლში მონაწილეობა ფლორიან ტოვენმა (მარსელი) მიიღო - 10 (7 გოლი, 3 საგოლე პასი).

ლიგა 1. XXVI ტური
მონაკო-დიჟონი 4:0
გოლები: 1:0 ბ. კეიტა (13), 2:0 ფაბინიო (69-პენ), 3:0 რონი ლოპეში (87), 4:0 გლიკი (91)
მონაკო (4-5-1): სუბაშიჩი - სიდიბე, გლიკი, ჟემერსონი, რაჯი - დიაქაბი (61. რონი ლოპეში), ფაბინიო, ტილემანსი (79. ღეზალი), ლემარი - ბ. კეიტა (86. პელეგრი)

პსჟ-სტრასბური 5:2
გოლები: 0:1 აოლუ (6), 1:1 დრაქსლერი (10), 2:1 ნეიმარი (21), 3:1 დი მარია (22), 3:2 ბაოკენი (67), 4:2 კავანი (73), 5:2 კავანი (79)
პსჟ (4-3-3): არეოლა - დანი ალვეში, ტიაგო სილვა, კიმპემბე, კურზავა - ლო სელსო (58. პასტორე), ლ. დიარა (58. ტიაგო მოტა), დრაქსლერი (82. ნკუნკუ) - დი მარია, კავანი, ნეიმარი

ამიენი-ტულუზი 0:0
გაძევება: ფოფანა (76. ამიენი)

ანჟერი-სენტ ეტიენი 0:1
გოლი: 0:1 ბერიჩი (79)

კაენი-რენი 2:2
გოლები: 1:0 კრიველი (6), 1:1 დ. საქო (9), 1:2 დ. საქო (21), 2:2 და სილვა (84)
გამოუყენებელი პენალტი: როდელენი (25. კაენი), პეტერსი (81. კაენი)

მონპელიე-გენგამი 1:1
გოლები: 0:1 ნ"გბაკოტო (30-პენ), 1:1 სიო (73)

ტრუა-მეცი 1:0
გოლი: 1:0 ნიანე (88)

ნიცა-ნანტი 1:1
გოლები: 1:0 დანტე (5), 1:1 სალა (27-პენ)

ლილი-ლიონი 2:2
გოლები: 0:1 ბ. ტრაორე (21), 0:2 ბ. ტრაორე (44), 1:2 პეპე (65), 2:2 ლუიზ არაუჟო (81)

მარსელი-ბორდო 1:0
გოლი: 1:0 ტოვენი (34)
მარსელი (4-2-3-1): პელე - საკაი, რამი, როლანდო, ამავი - ზამბო ანგისა, ლუის გუსტავო - ტოვენი (87. მ. ლოპესი), სანსონი, პაიე (69. ოკამპოსი) - ჟერმენი (75. ნ"ჟიე)

ბომბარდირები: 23 - ედინსონ კავანი (პსჟ); 19 - ნეიმარი (პსჟ); 17 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 16 - ნაბილ ფეკირი (ლიონი); 15 - ფლორიან ტოვენი (მარსელი); 14 - მარიანო დიასი (ლიონი); 13 - მარიო ბალოტელი (ნიცა).

გამოტოვებული მატჩი
20 თებერვალი: ტრუა-დიჟონი.

მომდევნო ტური
23 თებერვალი: სტრასბური-მონპელიე;
24 თებერვალი: ტულუზი-მონაკო, დიჟონი-კაენი, გენგამი-მეცი, ლილი-ანჟერი, ნანტი-ამიენი, რენი-ტრუა;
25 თებერვალი: ბორდო-ნიცა, ლიონი-სენტ ეტიანი, პსჟ-მარსელი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული