თვალცრემლიანი ტრავმირებული ნეიმარი საკაცით გაიყვანეს მოედნიდან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში პსჟ-მ "პარკ დე პრენსზე" 3:0 დაამარცხა "მარსელი" და უახლოეს მდევარს "მონაკოს" 14 ქულით უსწრებს.

გოლები კილიან მბაპემ და ედინსონ კავანიმ გაიტანეს, ხოლო როლანდომ ავტოგოლი გაიტანა.

შეხვედრის მე-80 წუთზე ნეიმარმა ტრავმა მიიღო (უწყინარ სიტუაციაში კოჭი გადაუბრუნდა) და თვალცრემლიანი საკაცით გაიყვანეს მოედნიდან. იმ მომენტისთვის "პარი სენ ჟერმენს" სამივე შეცვლა განხორციელებული ჰქონდა და კაცნაკლული დარჩა.

შეგახსენებთ, 6 მარტს ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში პსჟ "რეალს" უმასპინძლებს და თუ ნეიმარმა ვერ ითამაშა, ეს პარიზული გუნდისთვის უმძიმესი დანაკლისი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
საინტერესოა როგორ გამოიყურება თვალცრემლიანი საკაცე
გივი
07:30 26-02-2018
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული