"თუ პსჟ-ს არ ეყოლა ნეიმარი, მოედანზე დი მარია გავა. ვნახოთ, ითამაშებენ თუ არა კავანი და მბაპე. მათ ხომ მალე "რეალთან" აქვთ შეხვედრა.
ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის მოსაგებადაა შექმნილი და თუ მიზანს ვერ მიაღწია, ჩავარდნა იქნება. ტრანსფერებზე 400 მილიონი ევრო დახარჯეს, მათი 222 მილიონი კი ახლა ლაზარეთშია".
26 თებერვალს პსჟ-მ "მარსელი" საფრანგეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში 3:0 დაამარცხა, მათ შორის თასზე შეხვედრა კი 1 მარტს კვლავ "პარკ დე პრენსზე" ჩატარდება.