პსჟ-ის ტრავმების ეპიდემია - ითამაშებს კილიან მბაპე "რეალთან"?

AutoSharing Option
პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში შესაძლოა, გუნდის კიდევ ერთი ლიდერი კილიან მბაპე დააკლდეს. 19 წლის ფორვარდმა ტრავმა საფრანგეთის თასის მატჩში მიიღო.

როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, მბაპეს პირველი ტაიმის შემდეგ შეცვლის მიზეზი ფეხის ტრავმაა, რის გამოც იგი ხავიერ პასტორემ ჩაანაცვლა. პსჟ-მა კი "მარსელი" 3:0 დაამარცხა.

ჯერჯერობით, ცნობილი არაა, რამდენი ხანი მოუწევს უქმად ყოფნა მბაპეს. აქვე გეტყვით, რომ "რეალთან" დაპირისპირებაში გამორიცხულია ნეიმარის თამაში, კლუბის მცველ მარკინიოსის ასპარეზობა კი საეჭვოა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გასაგებია რეალია. მაგრამ ასეთი ჩაფსმული პსჟ როა ჯერ არ მინახავს :)
ლაშა
15:15 01-03-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული