დიდი ალბათობით, პსჟ-სთვის ნეიმარი ამ სეზონში დაკარგულია, თუმცა ფანებისთვის იმედი ბოლოს კვდება. რეალურად საკითხი ასე დგას - ითამაშებს კი ბრაზილიელი მუნდიალზე?
რაც შეეხება დაპირისპირებას - "ტრუასთან" დაპირისპირება ნეიმარის გარდა შესაძლოა, კილიან მბაპემაც გამოტოვოს. ასევე საეჭვოა მარკინიოსის თამაში, დაშავებულია მეკარე არეოლაც. თუმცა გამორიცხული მხოლოდ ნეიმარის თამაშია. ასე ძვირი დაუჯდა კლასიკი პსჟ-ს ჯერ ჩემპიონატში და მერე თასზე.
- პსჟ-მა "ტრუას" ბოლო 7 მატჩი მოუგო ყველა ტურნირში.
- "ტრუამ" ბოლო 8 საშინაო მატჩიდან 6-ში კარი მშრალად შეინახა.
- პსჟ-მა ბოლო 8 მატჩიდან 6-ში კარი მშრალად შეინახა.
ლიგა 1. XXVIII ტური
პარასკევი, 2 მარტი
ნიცა-ლილი 22:00
მონაკო-ბორდო 23:45
შაბათი, 3 მარტი
ტრუა-პსჟ 20:00
ამიენი-რენი 23:00
ანჟერი-გენგამი 23:00
მეცი-ტულუზი 23:00
სენტ ეტიენი-დიჟონი 23:00
კვირა, 4 მარტი
კაენი-სტრასბური 18:00
მონპელიე-ლიონი 20:00
მარსელი-ნანტი 23:59
ბომბარდირები: 24 - ედინსონ კავანი (პსჟ); 19 - ნეიმარი (პსჟ); 17 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 16 - ნაბილ ფეკირი (ლიონი); 15 - მარიანო დიასი (ლიონი), ფლორიან ტოვენი (მარსელი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"