ლიგა 1. XXVIII ტური: პრეზიდენტის ბიჭი და სხვა უცნობები ემერის გუნდში

AutoSharing Option
პსჟ-მა ექსპერიმენტული შემადგენლობითაც მოიგო, იმდენად დიდი სხვაობაა სხვა კლუბებთან შედარებით...

ჩემპიონს კვლავ აკლია რადამელ ფალკაო. სამაგიეროდ, შესანიშნავ ფორმაში შევიდა სტევან იოვეტიჩი, რომელმაც "ბორდოსთან" დაპირისპირებაში პირველი ტაიმის მიწურულს გაათანაბრა ანგარიში. "მონაკოს" მხსნელად ისევ რონი ლოპეში მოევლინა, პორტუგალიელმა შემტევმა ნახევარმცველმა გამარჯვების გოლი მეორე ტაიმში გაიტანა - 2:1.

მარიო ბალოტელიმ ლიგა 1-ში მე-14 გოლის გატანა შეძლო. მან ეს თავურით მოახერხა, ხოლო მისმა "ნიცამ" "ლილს" 2:1 სძლია. მასპინძელთა რიგებში საუკეთესო ვილან სიპრიენი იყო, რომელმაც გოლი+პასი მიითვალა.

ტიმოტი ვეა, კრისტოფერ ნკუნკუ, ლორენცო კალეგარი, კევინ რიმანი
- აი, ეს ხალხი იყო პსჟ-ის განაცხადში. სამაგიეროდ, არ იყვნენ ტრავმირებული ნეიმარი, მბაპე, მარკინიოსი. არ იყო კავანი, რომელიც მწვრთნელმა დაასვენა. თუმცა "ტრუას" ეს შემადგენლობაც ეყო - 2:0. ჯერ იულიან დრაქსლერის გამჭოლი პასით მეკარესთან პირისპირ გავიდა ანხელ დი მარია და გაიტანა, შემდეგი კი გოლი სწორედ ნკუნკუს ანგარიშზეა, თუმცა 20 წლის ფორვარდი აშკარად თამაშგარეში იყო.


ფაქტები
  • "მონაკომ" ბოლო სამი შეხვედრა მოიგო, რომლებშიც თავიდან გოლი გაუშვა.
  • მარიო ბალოტელის (ნიცა) გოლი "ლილის" კარში მე-3 000 იყო ლიგა 1-ის ისტორიაში.
  • ბოლო 14 საჩემპიონატო მატჩებში (ესპანეთი, საფრანგეთი) სტევან იოვეტიჩმა (მონაკო) 8 გოლი გაიტანა.
  • რონი ლოპეშმა (მონაკო) ლიგა 1-ის 7 მატჩში 6 გოლი გაიტანა.
  • "მონაკოს" წაუგებელი სერია უკვე 13 მატჩს ითვლის.
  • "მონაკოს" ზედიზედ 51 მატჩია, შინ გოლი აუცილებლად გააქვს.
  • ტიმოტი ვეა (პსჟ) გახდა პირველი ამერიკელი, ვინც ლიგა 1-ში პსჟ-ის მაისურით ითამაშა.
  • 28 ტურში 74 ქულა დაგროვდა, რაც ლიგა 1-ის რეკორდია.
  • ტიმოტი ვეამ ითამაშა პსჟ-ში პირველი თამაში 8 312 დღის შემდეგ, რაც მისმა მამამ, ჟორჟ ვეამ ითამაშა გუნდში ბოლოჯერ.
  • "რენმა" ზედიზედ სამი მატჩი მოიგო.


ლიგა 1. XXVIII
ნიცა-ლილი 2:1
გოლები: 1:0 ბალოტელი (5), 1:1 ლ. არაუჟო (51), 2:1 სიპრიენი (80)

მონაკო-ბორდო 2:1
გოლები: 0:1 ვადა (32), 1:1 იოვეტიჩი (45), 2:1 რონი ლოპეში (69)
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - სიდიბე, ჟემერსონი, რაჯი, ჟორჟე - ფაბინიო, ჟოაო მოუტინიო - ღეზალი (64. ბ. კეიტა), ლემარი, რონი ლოპეში (81. ტილემანსი) - იოვეტიჩი (91. ნ"დორამი)

ტრუა-პსჟ 0:2
გოლები: 0:1 დი მარია (47), 0:2 ნკუნკუ (77)
პსჟ (4-3-3): არეოლა - მონიე, ტიაგო სილვა, კიმპემბე, კურზავა - ლო სელსო (79. ვეა), ლ. დიარა, რაბიო (61. ტიაგო მოტა) - დი მარია (57. დანი ალვეში), დრაქსლერი, ნკუნკუ

ამიენი-რენი 0:2
გოლები: 0:1 ხაზრი (41), 0:2 სარი (86)

ანჟერი-გენგამი 3:0
გოლები: 1:0 ტაიტი (1), 2:0 ეკამბი (89), 3:0 ი. ტრაორე (93)

მეცი-ტულუზი 1:1
გოლები: 1:0 რუ (32), 1:1 ადუ (84)
გაძევება: პალმიერი (42. მეცი)

სენტ ეტიენი-დიჟონი 2:2
გოლები: 0:1 ჟ. ტრაორე (32), 1:1 ბერიჩი (45+1), 1:2 საიდი (55), 2:2 ბერიჩი (61)
გამოუყენებელი პენალტი: ბერიჩი (35. სენტ ეტიენი)

კაენი-სტრასბური 2:0
გოლები: 1:0 კრიველი (43), 2:0 გილბერი (87)

მონპელიე-ლიონი 1:1
გოლები: 1:0 მბენზა (7), 1:1 მარიანო დიასი (58)
ლიონი (4-3-3): ლოპეში - ტეტე, მარსელო, მენდი, მორელი - აუარი (85. ფერი), ტუსარი, ნდომბელე - ბ. ტრაორე (74. მაოლიდა), მარიანო დიასი, დეპაი (78. კორნე)

მარსელი-ნანტი 1:1
გოლები: 0:1 დუბუა (11), 1:1 ტოვენი (95)
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - სარი (80. საკაი), როლანდო, რამი, ამავი - ზამბო ანგისა (65. ოკამპოსი), ლუის გუსტავო - ტოვენი, სანსონი (65. მ. ლოპესი), პაიე - ჟერმენი
გაძევება: პალოა (95. ნანტი)

ბომბარდირები: 24 - ედინსონ კავანი (პსჟ); 19 - ნეიმარი (პსჟ); 17 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 16 - მარიანო დიასი (ლიონი), ნაბილ ფეკირი (ლიონი), ფლორიან ტოვენი (მარსელი).

მომდევნო ტური
9 მარტი: სტრასბური-მონაკო
10 მარტი: პსჟ-მეცი, ბორდო-მეცი, ბორდო-ანჟერი, დიჟონი-ამიენი, ლილი-მონპელიე, ნანტი-ტრუა, რენი-სენტ ეტიენი
11 მარტი: გინგამი-ნიცა, ლიონი-კაენი, ტულუზი-მარსელი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული