მეფე?! მე ღმერთი ვარ! - სტამბულიმ იბრაჰიმოვიჩზე ისტორია მოჰყვა

AutoSharing Option
პსჟ-ის ყოფილმა ნახევარმცველმა ბენჯამინ სტამბულიმ, რომელიც ახლა "შალკეში" გამოდის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ ამბავი გაიხსენა.

"ერთხელ ფიზიოთერაპიაზე ერთად ვიყავით. მაგ დროს ტელევიზორში ახალი ამბები გადიოდა. ზლატანმა მთხოვა, გადამეთარგმნა, რადგან მის შესახებ საუბრობდნენ. მე ავუხსენი, ახალ ამბებში საუბრობდნენ, რომ ის პარიზის მეფეა.

ვიფიქრე, გაუხარდება ასეთი შედარება, რადგან ხალხს ის ასე ძალიან უყვარს-მეთქი, მაგრამ ის ძალიან გაბრაზებული იყო და მიყვირა: "რა ჯანდაბაა? მეფე არ ვარ, მე ღმერთი ვარ!" ის უბრალოდ გიჟია", - გაიხსენა სტამბულიმ.

იბრაჰიმოვიჩი პსჟ-ში 2012-დან 2016 წლამდე გამოდიოდა და პარიზული კლუბის
ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო შემდეგ მისი მონაგარი ედინსონ კავანიმ გააუმჯობესა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული