ნეიმარს ანტონიო კონტეს სტილი სძულს და პსჟ-ში ლუის ენრიკეს ხილვა სურს

AutoSharing Option
ფრანგულ და ესპანურ პრესას თუ დავუჯერებთ, პსჟ-ის ბრაზილიელ შემტევ ნეიმარს გუნდის მთავარ მწვრთნელად ლუის ენრიკეს ხილვა სურს.

პარიზული კლუბის მომავალ დამრიგებლად ლუის ენრიკე და ანტონიო კონტე სახელდებიან. სამხრეთამერიკელს იტალიელი სპეცილიასტის სტილი სძულს, რადგან ის უფრო დაცვაზეა ორიენტირებული.

ლუის ენრიკე კი გუნდს უფრო შემტევ ფეხბურთს ათამაშებს. ნეიმარი ესპანელ მწვრთნელთან ერთად "ბარსელონაშიც" მუშაობდა.

აქვე გეტყვით, რომ საპირისპირო პოზიცია აქვს ტიაგო სილვას, ვინც უფრო კარგ კანდიდატურად ანტონიო კონტეს მიიჩნევს.

გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამინდელი დამრიგებლის, უნაი ემერის დღეები დათვლილია და ის საფრანგეთის დედაქალაქიდან სეზონის დასრულების
შემდეგ აიბარგებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული