პსჟ უნაი ემერის შემცვლელად ორ გერმანელ სპეციალისტს განიხილავს

AutoSharing Option
პსჟ-ის მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი სეზონის ბოლოს, სავარაუდოდ, კლუბს დატოვებს.

პარიზული კლუბის ხელმძღვანელები უკმაყოფილონი არიან ესპანელი სპეციალისტის მუშობით და მის შემცვლელს ეძებენ.

L’Equipe-ის ინფორმაციით, პსჟ-ის თავკაცის პოსტზე დანიშვნის ყველაზე დიდი შანსები ორ გერმანელ სპეციალისტს - დორტმუნდის "ბორუსიის" ყოფილ მთავარ მწვრთნელ ტომას ტუხელს და გერმანიის ნაკრების თავკაც იოახიმ ლიოვს აქვს.

ამ მწვრთნელების სამსახურით ასევე დაინტერესებულები არიან სხვებიც. ლიოვის მიწვევა მიუნხენის "ბაიერნს" სურს, ხოლო ტუხელის - ლონდონის "არსენალს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული