ლიგა 1. XXXII ტურის წინ: ჩემპიონობის შანსი

AutoSharing Option
ლიგის თასი უკვე პსჟ-სია, ახლა კი ლიგა 1-ში ფინიშამდე უნდა მიიყვანოს საქმე, რომელიც თითქმის მომთავრებული აქვს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უნაი ემერის გუნდის კრახს ევროთასებზე ვერ გადასწონის, პსჟ ძალზე ამბიციურია...

ლიდერი "სენტ ეტიენს" სტუმრობს. თუ "მწვანეებსაც" დაამარცხებს, ეს ემერის გუნდის ზედიზედ მე-10 გამარჯვება იქნება ჩემპიონატში.

ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე პარიზელები მოქმედ ჩემპიონ "მონაკოს" 16 ქულით უსწრებენ. თუ პსჟ "სენტ ეტიენს" მოუგებს და "მონაკო" შინ "ნანტთან" დამარცხდება, პარიზელები ოფიციალურად გახდებიან ჩემპიონები.

ასე რომ, "მანჩესტერ სიტის" და "ბაიერნის" გარდა, ამ
უქმეებზე მესამე ჩემპიონის ზეობაც შეიძლება ვნახოთ, ოღონდ იქ მოლოდინი დიდია, პსჟ კი სხვა მატჩზეა დამოკიდებული...

...ჩემპიონთა ლიგის ბოლო, მე-3 საგზურისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა - მე-3 ადგილზე მყოფი "მარსელი" "ველოდრომზე" "მონპელიეს" მასპინძლობს, ხოლო "ლიონი" თითქმის გავარდნილ "მეცს" ესტუმრება.

ფაქტები
  • პსჟ-მა ლიგა 1-ში ბოლო 9 შეხვედრა მოიგო.
  • ბოლო 6 ტურია, რაც პსჟ-ს, სულ მცირე, 2 გოლი მაინც გააქვს თამაშში.
  • "მონაკომ" ბოლო 9 საშინაო მატჩიდან ლიგა 1-ში 8 მოიგო.
  • "ნანტმა" ჩემპიონატის ბოლო სამი საგარეო მატჩი ფრედ ითამაშა.
  • "მონპელიეს" ჩემპიონატში ბოლო 13 საგარეო მატჩიდან მხოლოდ ერთი აქვს წაგებული.
  • "მარსელმა" ბოლო სამ ტურში, სულ მცირე, 2 გოლი გაიტანა.
ლიგა 1. XXXII ტური
პარასკევი, 6 აპრილი
სენტ ეტიენი-პსჟ 22:45

შაბათი, 7 აპრილი
მონაკო-ნანტი 19:00
ამიენი-კაენი 22:00
ანჟერი-სტრასბური 22:00
ბორდო-ლილი 22:00
გენგამი-ტრუა 22:00
ტულუზი-დიჟონი 22:00

კვირა, 8 აპრილი
ნიცა-რენი 17:00
მეცი-ლიონი 19:00
მარსელი-მონპელიე 23:00

ბომბარდირები: 24 - ედინსონ კავანი (პსჟ); 19 - ნეიმარი (პსჟ); 17 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 16 - მარსელინო დიასი (ლიონი), კარლ ეკამბი (ანჟერი), ნაბილ ფეკირი (ლიონი), ფლორიან ტოვენი (მარსელი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული