კრისტოფ დიუგარი: ნეიმარს ფეხებზე კიდია პსჟ

AutoSharing Option
ლიგა 1-ის 33-ე ტურში პსჟ-მ "მონაკო" დაამარცხა (7:1) და საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, ამ დროს კი სამშობლოში მყოფი პარიზული გუნდის თავდამსხმელი ნეიმარი სახლში ონლაინ-პოკერს თამაშობდა. ამაზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა კრისტოფ დიუგარიმ გააკეთა.

"როგორ შეიძლებოდა ნეიმარი არ ყოფილიყო თავის თანაგუნდელებთან ოქროს მედლების მოგებისას? ის ხომ გუნდის ლიდერია. ასეთი საქციელის შემდეგ როგორ შეხედავს პარტნიორებს? მას ფეხებზე კიდია პსჟ. როგორ შეიძლება ეს მოუთმინონ? ჩემის აზრით, ეს აღმაშფოთებელია.

"ბარსელონაში" რომ ყოფილიყო, უკან უპრობლემოდ
დაბრუნდებოდა. ვერ ვიტან იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ და ხალხს კიდევ სჯერა, რომ პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია".


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული