ლიგა 1. XXXVII ტურის წინ: ბრძოლა ორი საგზურისთვის

AutoSharing Option
საფრანგეთში მთავარი ბრძოლები მე-2-3 ადგილებისთვის მიმდინარეობს. ჩემპიონთა ლიგის ორი საგზურისთვის (ერთი პსჟ-მ ჩემპიონის ტიტულთან ერთად კარგა ხანია გაინაღდა) სამი კლუბი იბრძვის - "ლიონი", "მონაკო" და "მარსელი". მათში ერთი ზედმეტია, რადგან ევროპის ტოპ-5 ლიგებიდან მხოლოდ საფრანგეთიდან გადის ლიგაზე 3 გუნდი.

პსჟ, რომელმაც შუა კვირაში თასი მოიგო, უმოტივაციოა და "რენს" მასპინძლობს. ედინსონ კავანი 28 გოლით ლიგა 1-ის ბომბარდირთა დავაში დიდი უპირატესობით ლიდერობს. მოკლედ, აქ ყველაფერი გარკვეულია.

ექსჩემპიონი "მონაკო" "სენტ ეტიენს" ტურის ცენტრალურ მატჩში მასპინძლობს. ქულების დაკარგვა ორივეს შეიძლება ევროსაგზურის დაკარგვად (პირველს ლიგის,
მეორეს - ევროპალიგის) დაუჯდეს. "ლიონი" "სტრასბურს" ესტუმრება, "მარსელი" კი - "გენგამს".

ფაქტები
  • პსჟ-ს ლიგა 1-ში ბოლო 41 თამაშია, შინ არ წაუგია.
  • "ლიონმა" "სტრასბურს" ბოლო 13 დაპირისპირება მოუგო.
  • "მონაკომ" ბოლო 21 ტურიდან მხოლოდ 2-ში წააგო.
ლიგა 1. XXXVII ტური
პარასკევი, 11 მაისი
გინგამი-მარსელი 3:3

შაბათი, 12 მაისი
ამიენი-მეცი 23:00
ანჟერი-ნანტი 23:00
ბორდო-ტულუზი 23:00
ლილი-დიჟონი 23:00
მონაკო-სტ. ეტიენი 23:00
მონპელიე-ტრუა 23:00
ნიცა-კაენი 23:00
პსჟ-რენი 23:00
სტრასბური-ლიონი 23:00

ბომბარდირები: 28 - ედინსონ კავანი (პსჟ); 20 - ფლორან ტოვენი (მარსელი); 19 - ნეიმარი (პსჟ).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული