Corriere dello Sport: ბუფონმა პსჟ-სთან კონტრაქტი გააფორმა და რონალდოს ელის

AutoSharing Option
"კორიერე დელო სპორტი" ირწმუნება, რომ "იუვენტუსის" ყოფილი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი პსჟ-ში გადავიდა.

გამოცემის მტკიცებით, 40 წლის ჯიჯიმ "პარი სენ ჟერმენთან" ორსეზონიანი შრომითი ხელშეკრულება გუშინ გააფორმა და მისი წლიური ანაზღაურება 8 მილიონი ევრო იქნება.

ამის შესახებ ოფიციალურად რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმალობების მოგვარების შემდეგ იუწყებენ.

პარიზული კლუბი მალე "რეალის" თავდამსხმელის რონალდოს ტრანსფერის გაჩარხვას და სანუკვარი ოცნების - ჩემპიონთა ლიგის მოგებას იმედოვნებს.

როგორც გამცნეთ, კრიშტიანოს აგენტი, ჟორჟე მენდეში ამჟამად პარიზში იმყოფება და თავისი კლიენტის ტრანსფერზე პსჟ-სთან აწარმოებს მოლაპარაკებას.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რონალდუ თუ დათანხმდა პსჟ მომავალ წელს ჩ.ლ.-ას მოიგებს იმიტომ რომ კრისტიანო და ჩ.ლ. განუყოფელია.120 ბურთი გაიტანო აქედან უმეტესობა პლეიოფებში ეს ფანტასტიკის სფეროდანაა.
ასეა ეს
31 მაისი 2018 14:23
6
რამე რო იყოს კეტაშვილს არ დაიმატებენ?
????????
31 მაისი 2018 11:48
2
ესენი იმდენს იზამენ რომ ჩემპიონთა ლიგას კი არა საფრანგეთის თასსაც ვეღარ მოიგებენ.
!!!!!!!!!!!!!!
31 მაისი 2018 09:44
5

სიახლეები პოპულარული