ჯიჯი ბუფონი ორ უახლოეს მატჩში სათადარიგო იქნება

AutoSharing Option
პსჟ-ს მწვრთნელმა ტომას ტუხელმა გადაწყვიტა ორ უახლოეს მატჩში მეკარე ალფონს არეოლა ათამაშოს, ჯიჯი ბუფონი კი სათადარიგო იყოს.

სეზონის პირველ სამ შეხვედრაში ტუხელმა ბუფონი ათამაშა, რომელმაც მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა.

"არ მომწონს ბუფონის თადარიგში ყოფნა, მაგრამ არეოლამაც უნდა ითამაშოს. ამიტომ "ანჟერთან" და "რეიმსთან" კარში მას ჩავაყენებ. მერე კი ვნახოთ.

ჯიჯიმ კარგად იასპარეზა, თუმცა ალფონსიც უნდა იყოს რიტმში", - განაცხადა ტუხელმა.

alt40 წლის ჯანლუიჯი ბუფონმა "კაენთან" მატჩში "მკვდარი" ბურთი მოიგერია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული