"ბორდოში" ანრი გამოირიცხა - ჟირონდულ კლუბს რანიერის ჩააბარებენ?

AutoSharing Option
ფრანგული პრესა იუწყება, რომ "ბორდოს" ტიერი ანრი არ ჩაიბარებს. ლეგენდარული ფეხბურთელი ჟირონდული კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდა, თუმცა პირობებზე ვერ შეუთანხმდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გუნდი ახლა მთლიანად კლაუდიო რანიერის ვარიანტზე გადაერთო და "ბორდოსაც" სწორედ ის დამოძღვრავს.

ჟირონდული კლუბის მფლობელმა ნიკოლას დე ტავერნოსტმა აღნიშნა, რომ ხელმძღვანელობა აღნიშნულ საკითხზე მუშაობს და ახალ მწვრთნელს ისინი ამ კვირაში დანიშნავენ.

შეგახსენებთ, რომ ფრანგულმა კლუბმა მწვრთნელი გუსტავო პოიეტი ხელმძღვანელობის კრიტიკისათვის გაათავისუფლა, რის შემდეგაც ფეხბურთელებმა პროტესტის ნიშნად ვარჯიში შეწყვიტეს.

"ბორდო" ევროპის ლიგის პლეი-ოფში გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას "გენტის" მეტოქეა.

alt

ტიერი ანრი მზადაა "ბორდო" ჩაიბაროს, ოღონდ ფეხბურთელების დამატებას ითხოვს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული