პსჟ-მა "ბარსელონა" გააფრთხილა და ფიფა-თი შეაშინა

AutoSharing Option
პსჟ ნახევარმცველ ადრიენ რაბიოსთან დაკავშირებულ სიტუაციაში  "ბარსელონას" საქციელით უკმაყოფილოა.

პარიზულმა კლუბმა ესპანელები გააფრთხილა, რომ ფიფა-ს მიმართავს, თუ "ბარსელონა" ფეხბურთელთან კონტაქტს არ შეწყვეტს.

პსჟ-ში მიიჩნევენ, რომ "ბარსელონა" პირდაპირ ფეხბურთელის აგენტთან კონტაქტობდა, რაც აკრძალულია, თუ ფეხბურთელის კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ნახევარ წელზე მეტია.

თავად "ბარსელონაში" კი ფრანგული კლუბის ასეთი პოზიციით გაკვირვებულნი დარჩნენ. ესპანურ კლუბში მიიჩნევენ, რომ თავად პარიზელები ცდილობენ ივან რაკიტიჩთან დაკონტაქტებას. გარდა ამისა, "ბარსელონამ" პარიზელებს რაბიოს მიმართ ინტერესის შესახებ აცნობა.

მომზადებულია Diario Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოკლედ ვერ გაძღნენ რაა, თან რეალიც ჩასაფრებულია:)))
emigranti
16:41 27-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული