რაც ეპატიება იუპიტერს , არ ეპატიება ხარს - ტუხელმა ბუფონს სიგარეტის მოწევის გამო ვერაფერი ვერ უთხრა

AutoSharing Option
პსჟ-ს 40 წლის მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი პარიზში თავს ჩინებულად გრძნობს (რატომ უნდა იგრძნოს ცუდად?), ხშირად დასეირნობს ქალაქში მეგობარ ქალთან ილარიო დ'ამიკოსთან ერთად და სულაც არ განუცდია, როდესაც მწვრთნელმა ტომას ტუხელმა უთხრა, რომ ორ მატჩში სათადარიგო იქნებოდა.

გასულ უქმეებზე ის რესტორანში შევიდა და ტუხელს შემთხვევით შეხვდა, იქიდან გამოსულმა კი სიგარეტი გააბოლა. ეს ტუხელმა დაინახა, მაგრამ ვერაფერი ვერ უთხრა, რადგან ჯიჯის ყველაფერი ეპატიება.

ისე, კი ტუხელი ძალიან მკაცრია და თავისი ფეხბურთელების ცხოვრებას აკონტროლებს.

altტომას ტუხელმა ღამის კლუბები დაიარა და მათ პატრონებს თავისი

ფეხბურთელების ყოფაქცევის შეტყობინება სთხოვა

altჯანლუიჯი ბუფონი: თავს ახლა უკეთ ვგრძნობ, ვიდრე 5-6 წლის წინ

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბუფონი რომ რეჟიმს არ იცავდეს, აქამდე ვერ ითამაშებდა.ეგ საქციელი კი, გამოწვევას ხომ არ ჰგავს?
სოსო
12:01 29-08-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული