ლიგა 1. V ტურის წინ: მბაპე არ იქნება, ნეიმარიც?

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენი" "სენტ ეტიენს" მასპინძლობს, რომელიც ლიგა 1-ში პარიზულ კლუბზე არანაკლებ ტიტულოვანია, თუმცა ახლა, რა თქმა უნდა, თომას ტუხელის გუნდია აშკარა ფავორიტი.

პსჟ-ს არ ეყოლება კილიან მბაპე. ის წინა ტურში პროვოკაციაზე წამოეგო, მეტოქეს ხელი ჰკრა და წითელი ბარათი დაიმსახურა. ვერატი, კურზავა და დანი ალვეში კვლავ ტრავმირებულები არიან, ნეიმარისა და მარკინიოსის თამაში კი საეჭვოა.

პსჟ (სავარაუდო): არეოლა - ტიაგო სილვა, კიმპემბე, ნ"სოკი - მონიე, ნკუნკუ, რაბიო, დი მარია - დრაქსლერი - კავანი, ტ. ვეა.

ლიგა 1. V ტური

პარასკევი, 14 სექტემბერი
ნიცა-რენი 21:00
პსჟ-სტ. ეტიენი 22:45

შაბათი, 15 სექტემბერი
კაენი-ლიონი 19:00
ამიენი-ლილი 22:00
დიჟონი-ანჟერი 22:00
მონპელიე-სტრასბური 22:00
ტულუზი-მონაკო 22:00

კვირა, 16 სექტემბერი
ნანტი-რეიმსი 17:00
ბორდო-ნიმი 19:00
მარსელი-გენგამი 23:00

ბომბარდირები: 4 - კილიან მბაპე (პსჟ), ნეიმარი (პსჟ); 3 - ფლორიან ტაუვინი (მარსელი), მუსა კონატე (ამიენსი), ემილიანო სალა (ნანტი), ჟულიო ტავარესი (დიჟონი), ჯონათან ბამბა (ლილი), ფრანსის კამანო (ბორდო).

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული