"მეტი პატივისცემა გმართებთ" - "მარსელის" გულშემატკივრებმა ნეიმარს სხვადასხვა საგანი ესროლეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მარსელთან" მოგებულ (2:0) მატჩში პსჟ-ის ვარსკვლავ ნეიმარს "ოლიმპიკის" გულშემატკივრებმა სხვადასხვა ნივთი, მათ შორის, ბოთლები ესროლეს.

შეხვედრის შემდეგ ბრაზილიელი ფეხბურთელი გაბრაზებული იყო და ფრანგული ფეხბურთის მესვეურებს შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებდა.

"ჩვენი გამარჯვებების საპირწონედ ტრიბუნებიდან ნივთების სროლა უნდა ავიტანოთ? მეტი პატივისცემა მართებთ არამხოლოდ ჩემ მიმართ, ასევე "მარსელის" ფეხბურთელების მიმართაც. შესაბამისმა ადამიანებმა ზომებს უნდა მიმართონ, იმიტომ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ყოველთვის, როცა აქ ჩამოვდივართ, ტრიბუნებიდან ნივთები გვხვდება", - განაცხადა ნეიმარმა.

პსჟ-ს 11 ტურის შემდეგ 33 ქულა აქვს და
ლიგა 1-ს ერთპიროვნულად ლიდერობს.

altლიგა 1. XI ტური: არის რეკორდი! [VIDEO]

alt"საუკეთესო სურვილებით, ჯანო" - ნეიმარმა ანანიძეს საკუთარი მაისური აჩუქა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული