ლიგა 1. XI ტური: არის რეკორდი! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტურის ცენტრალური დაპირისპირება "კლასიკი" იყო "ველოდრომზე", პსჟ-მა "ტოტენჰემის" რეკორდის გამეორება შეძლო - სტარტზე ზედიზედ 11 მატჩი მოიგო.

უშუალო კონკურენტთან სტუმრად გამარჯვება კი იმის ნიშანია, რომ ტუხელსა და კომპანიას ლიგა 1 სადარდებელი აღარ აქვს და ახლა ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებაზე უნდა იფიქროს.

ტიერი ანრის პირველი ქულის მოპოვებაში მცველი კამილ გლიკი დაეხმარა, რომლის გოლითაც "მონაკომ" ფრე ითამაშა შინ "დიჟონთან". მიუხედავად ამისა, "მონაკოს" კრიზისი გრძელდება. გუნდს ყველაზე ცოტა, 7 ქულა აქვს.

ლიგა 1. XI ტური
ნიმი-სტ. ეტიენი 1:1
გოლები: 0:1 კაბელია (1), 1:1 ალიუი
(74)

ანჟერი-ლიონი 1:2
გოლები: 0:1 აუარი (63), 0:2 დეპაი (87), 1:2 კ. ლოპესი (88)
გაძევება: ი. ტრაორე (34. ანჟერი)

ამიენი-ნანტი 1:2
გოლები: 0:1 ბოშილია (15), 0:2 სალა (71), 1:2 ბოდმერი (81)

გენგამი-სტრასბური 1:1
გოლები: 1:0 ბენეზე (6), 1:1 ზოი (89)
გამოუყენებელი პენალტი: ლალა (77. სტრასბური)

ლილი-კაენი 1:0
გოლი: 1:0 ლეაო (56)

მონაკო-დიჟონი 2:2
გოლები: 1:0 ჰენრიხსი (29), 1:1 ალფონსი (33), 1:2 აბეიდი (57), 2:2 გლიკი (78)

ტულუზი-მონპელიე 0:3
გოლები: 0:1 ლაბორდი (21), 0:2 დელორი (24), 0:3 სამბია (93)

რენი-რეიმსი 0:2
გოლები: 0:1 უდინი (16), 0:2 უდინი (53)

ბორდო-ნიცა 0:1
გოლი: 0:1 სიპრიენი (54)

მარსელი-პსჟ 0:2
გოლები: 0:1 მბაპე (65), 0:2 დრაქსლერი (95)
მარსელი (4-1-2-3): მანდანდა - სარი, რამი, კამარა, ამავი - სტროტმანი - სანსონი (73. რადონიჩი), ლუის გუსტავო - ტოვენი (72. ჟერმენი), ოკამპოსი (85. მიტროღლუ), პაიე
პსჟ (4-2-3-1): არეოლა - მონიე, მარკინიოსი, ნსოკი, ბერნატი - ვერატი, კეჰრერი - დი მარია (79. რაბიო), ნეიმარი, დრაქსლერი - ჩუპო-მოტინგი (62. მბაპე)

ბომბარდირები: 10 - კილიან მბაპე (პსჟ); 8- ნეიმარი (პსჟ), ემანუელ სალა (ნანტი); 7- ფლორიან ტოვენი (მარსელი), ნიკოლა პეპე (ლილი), ჯონათან ბამბა (ლილი), ფრანსუა კამანო (ბორდო).
მომდევნო ტური
2 ნოემბერი: პსჟ-ლილი
3 ნოემბერი: ლიონი-ბორდო, კაენი-რენი, დიჟონი-ნიმი, ნიცა-ამიენი, რეიმსი-მონაკო, სტრასბური-ტულუზი
4 ნოემბერი: ნანტი-გენგამი, სტ. ეტიენი-ანჟერი, მონპელი-მარსელი.

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული