"მესის მარცხენა, ნეიმარის მარჯვენა" - კილიან მბაპეს იდეალური ფეხბურთელი

AutoSharing Option
პსჟ-ის ვარსკვლავმა კილიან მბაპემ მისთვის იდეალური ფეხბურთელის პორტრეტი შექმნა.

ფრანგმა ფეხბურთელმა ლეო მესის, ნეიმარის, კრიშტიანო რონალდოს და ჯანლუიჯი ბუფონის ძლიერი მხარეები შეკრიბა, ამ სიაში კი საკუთარი თავი არ შეიყვანა.

"მესის მარცხენა და ნეიმარის მარჯვენა ფეხს ავირჩევ, კრიშტიანოს ფსიქიკას და ბუფონის კლასს. ჩემი საჭიროება აქ არ არის" - უთხრა 19 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ESPN-ს.

კილიან მბაპე პირველი თინეიჯერი გახდა პელეს შემდეგ, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გოლი გაიტანა.

alt

მბაპე მსოფლიოს ყველაზე ძვირფას ფეხბურთელად აღიარეს, მესი მეექვსეა, რონალდო კი ათეულში ვერ მოხვდა

altნეიმარი: მბაპე ფენომენია, ფეხბურთი მისით მადლიერი უნდა იყოს

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბაჩო ალბათ ფინალში გოლის გატანას გულისხმობდი ხომ?
irakli
14:50 14-11-2018
0
დაამატეთ მაგ ყველაფერს მბაპეს ასაკი და მიიღებთ იდეალს.
სოსო
20:38 19-11-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული