19 იანვარს, საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტურში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე აბუჩად აიგდო "გენგამი" - 9:0.
"პარი სენ ჟერმენი" 53 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს "ლილს" 13 ქულით უსწრებს, თან 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
შეგახსენებთ, 10 დღის წინ თასის 1/4 ფინალში "გენგამმა" პარიზულ გუნდს 2:1 სძლია და ნახევრფინალში გავიდა.
პარიზი. "პარკ დე პრენსი"
პსჟ - გენგამი 9:0
გოლები: 1:0 ნეიმარი (11), 2:0 მბაპე (37), 3:0 მბაპე (45), 4:0 კავანი (59), 5:0 კავანი (66), 6:0 ნეიმარი (68), 7:0 კავანი (75), 8:0 მბაპე (80), 9:0 მუნიე (83)