პსჟ თასიდან ტიურამის შვილმა 93-ე წუთზე გატანილი გოლით გამოაგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 იანვარს, საფრანგეთის თასის 1/4 ფინალში ჩემპიონატის აუტსაიდერმა "გენგამმა" სტუმრად პსჟ 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

გამარჯვების გოლი ცნობილი ფეხბურთელის, ლილიან ტიურამის 21 წლის შვილმა მარკუს ტიურამმა გაიტანა.

მარკუსი "სოშოს" აღზრდილია და ამ სეზონში გალთა პირველობის 14 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ მსაჯმა "პარი სენ ჟერმენის" კარში სამი თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელთაგან ერთი ტიურამმა ვერ გამოიყენა.

პსჟ-ს აქამდე ზედიზედ ხუთჯერ ჰქონდა საფრანგეთის თასი მოგებული.

ნეიმარმა გოლი+პასის სისტემით წელიწადნახევარში (51 მატჩში) 70 ქულა მოაგროვა - 46 გოლი და 24 საგოლე გადაცემა.

პარიზი. "პარკ დე პრენსი"
პსჟ - გენგამი 1:2
გოლები: ნეიმარი (62), 1:1 ნ'გბაკოტო (81, პენ), 1:2 ტიურამი (90+3, პენ)
გამოუყენებელი პენალტი: ტიურამი (61)

ნახევარფინალში აგრეთვე "სტრასბურგი", "მონაკო" და "ბორდო" გავიდნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული