ნეიმარს ტრავმა მიაყენეს, თუმცა ნახეთ, სამაგიერო როგორ გადაუხადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პსჟ-ის თავდამსხმელმა ნეიმარმა "სტრასბურგთან" (2:0) საფრანგეთის თასის 1/16-ფინალურ მატჩში ტრავმა მიიღო.

62-ე წუთზე 26 წლის ბრაზილიელი იძულებული გახდა, თვალცრემლიანს მოედანი დაეტოვებინა. ის მაშინვე გასახდელისკენ გაემართა. მის ნაცვლად მოედანზე მუსა დიაბი შევიდა.

"წინასწარმა შემოწმებამ მარჯვენა ფეხის მეხუთე მეტალისტალური ძვლის ტრავმის რეციდი დაადგინა.

მკურნალობა ფეხბურთელის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული. არ არის გამორიცხული თერაპევტული ზომები", - წერია პსჟ-ის განცხადებაში, რომელიც კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ჩვეულებრივ, მსგავსი ტრავმის მოსაშუშებლად რამდენიმე კვირაა საჭირო. გამომდინარე აქედან, ნეიმარმა შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩი გამოტოვოს, რომელიც 12
თებერვალს გაიმართება.

altნეიმარი - ნარკოტიკების მოხმარების დაბრალებაზე: ცოტა გიჟი ვარ, მაგრამ არა სულელი

altნეიმარი - "რეალში" შესაძლო გადასვლაზე: როდესაც რამე გაირკვევა, ყველაფერს გეტყვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
მოწინააღმდეგემ ორ წამში სამჯერ ითამაშა განზრახ უხეშად.ჩემი აზრით ის,პირდაპირ გასაძევებელი იყო.
სოსო
13:20 24-01-2019
2
ეტყობა, მართლაც ტრავმა მიაყენა, თორემ ნეიმარი მთელ მსოფლიოში, რომ მაგარი სიმულიანტია ეს ყველამ ვიცით.
gigi
10:12 25-01-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული