"მონაკოს" მწვრთნელი ტიერი ანრი დროებით ჩამოშორებულია სამუშაოდან.
მონეგასკური კლუბი იუწყება, რომ ანრი დროებითაა გადაყენებული და საბოლოო გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებენ.
მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად ფრანკ პასი დანიშნეს.
ანრის ხელმძღვანელობით "მონაკო" ბოლო ადგილზე გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში, გამოვარდა საფრანგეთის თასიდან და ქვეყნის პირველობაზე გავარდნის ზონაში იმყოფება, თუმცა ლიგის თასის ნახევარფინალში გავიდა.
ანრიმ "მონაკოს" მწვრთნელის პოსტზე ლეონარდო ჟარდიმი შეცვალა.