ნეიმარს კიდურის ძვალი აქვს გატეხილი და დიდი ალბათობით ამ სეზონში ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
"ეკიპის" ცნობით, პსჟ-ს თავდამსხმელი ნეიმარი ამ სეზონში ალბათ, ვერ ითამაშებს.

ფეხბურთელს მარჯვენა კიდურის ძვალი აქვს გატეხილი. "პარი სენ ჟერმენისა" და ბრაზილიის ნაკრების ექიმები გადაწყვეტენ, გაუკეთონ თუ არა მას ოპერაცია, რომლის ალბათობა 90%-ია. ოპერაციის გაკეთების შემთხვევაში ნეიმარს რამდენიმე თვე გაუცდება და ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს.

ნეიმარმა ტრავმა "სტრასბურგთან" სათასო მატჩში მიიღო. ასეთივე ტრავმა მან გასულ სეზონში მიიღო და 3 თვე მოუწია უქმობა.

ამ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატის 13 მატჩში ნეიმარმა 13 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
ნათელი მაგალითი იმისა,რომ დიდმა ფეხბურთელმა ფულზე კარიერა არ უნდა გაყიდო.თორემ აგერევა მთელი კარიერა.და ასევე მაგალითი თუ რატომ არ უნდა იხადონ კლუბებმა ამხელა თანხები... ფუჭია ყველაფერი
ტიმო
14:04 29-01-2019
2
ადამიანურად მეცოდება, მაგრამ რაც მაგან ბარსა გაცვალა "მანი, მანის" გამო პატივისცემა აღარ მაქვს ამ ფეხბურთელის მიმართ. იუდასავით, რომ გიღალატებენ მერე როგორ უნდა ენდო ასეთ ფეხბურთელებს.
გია1
12:07 29-01-2019
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული