ნეიმარს კიდურის ძვალი აქვს გატეხილი და დიდი ალბათობით ამ სეზონში ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
"ეკიპის" ცნობით, პსჟ-ს თავდამსხმელი ნეიმარი ამ სეზონში ალბათ, ვერ ითამაშებს.

ფეხბურთელს მარჯვენა კიდურის ძვალი აქვს გატეხილი. "პარი სენ ჟერმენისა" და ბრაზილიის ნაკრების ექიმები გადაწყვეტენ, გაუკეთონ თუ არა მას ოპერაცია, რომლის ალბათობა 90%-ია. ოპერაციის გაკეთების შემთხვევაში ნეიმარს რამდენიმე თვე გაუცდება და ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს.

ნეიმარმა ტრავმა "სტრასბურგთან" სათასო მატჩში მიიღო. ასეთივე ტრავმა მან გასულ სეზონში მიიღო და 3 თვე მოუწია უქმობა.

ამ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატის 13 მატჩში ნეიმარმა 13 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს უარყოფითი აურა ჟურნალისტებმა შეუქმნეს. მსოფლიოზე სიმულანტობდაო! რაც მაგას ურტყეს ფეხებში მაგდენი ყიფოს და ვოვას არ მოხვედრია. სანამ თვეობით არ აუკრძალავენ თამაშს ჯენტილეებს=ნოვიკოვებს="ნაჯახებს", მანამდე ვერ ვუყურებთ ნეიმარებს, ანანიძეებს. მე ფეხბურთი მესის და ნეიმარის, ვოვას და ყიფოს, ანანიძის და რონალდოების ყურების გამო მიყვარს და არა მჩეხავების გამო. რომ ვიხსენებთ, ძოძუაშვილმა ბესტი და ჯაიჩი გამოთიშა თამაშიდანო, სამწუხაროდ, არავინ არ იხსენებს, რომ არცერთი არ დაუმტვრევია და ისე გააკეთა ეს! ყიფიანმა გოლი რომ გაუტანა ინტერს - ფაკეტიმ არ იკადრა და არ მოჩეხა მოედნის ცენტრში! ხურცილავას და ჩივაძის დამტვრეული გახსოვთ ვინმეს? სულაქველიძე! ყველაზე კუნთმაგარი ქართველი მცველი! არც მას დაუმტვრევია ვინმე! ამიტომ - ძალიან მეცოდება ნეიმარი, ჩვენი ჯანო დღევანდელ ფეხბურთში.
alexandre
10:46 29-01-2019
2
ხომ ვარსკვლავია, მაგრამ ისეთი უარყოფითი აურა აქვს, რომ რაც არ უნდა გააკეთოს მაინც არ "მევასება".
emigranti
04:12 29-01-2019
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული