"ნანტმა" 9-ნომრიანი მაისური სალას სამუდამოდ უსახსოვრა

AutoSharing Option
ამიერიდან "ნანტში" 9-ნომრიანი მაისურით აღარავინ ითამაშებს, ფრანგულმა კლუბმა აღნიშნული ნომერი ტრაგიკულად დაღუპულ ემილიანო სალას სამუდამოდ უსახსოვრა.

ის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას საფრანგეთის ლიგა 1-დან პრემიერლიგის "კარდიფში" გადავიდა, თუმცა 21 იანვარს მისი თვითმფრინავი, რომლითაც ის უელსში მიფრინავდა, ჩამოვარდა.

18-დღიანი ძებნის შემდეგ სალას ცხედარი წყლის ქვეშ, 67 მეტრის სიღრმეში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნაგლეჯში იპოვეს.

არგენტინელი თავდამსხმელი "ნანტის" რიგებში 3,5 წლის განმავლობაში ასპარეზობდა.

altემილიანო სალას თვითმფრინავიდან ცხედრის ამოყვანა მოხერხდა

altემილიანო სალას გარდაცვალება დადასტურდა - ოჯახის წევრებმა მისი ცხედარი ამოიცნეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული