"ნანტის" პრეზიდენტი ვალდემარ კიტა ამბობს, რომ თავდამსხმელ ემილიანო სალას გარდაცვალებაში დამნაშავე "კარდიფია".
"არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სალას ძალიან უხაროდა "კარდიფში" გადასვლა. როდესაც ნივთების წასაღებად დაბრუნდა, ეს ყველას უთხრა.
არ უნდა არწმუნებდნენ ხალხს იმაში, თითქოს გუნდის გამოცვლა ჩვენ ვაიძულეთ. პასუხისმგებელი "კარდიფია" და არა "ნანტი", - ციტირებს კიტას "ეკიპი".
28 წლის სალა "ნანტიდან" "კარდიფში" გადავიდა და 21 იანვარს კერძო თვითმფრინავი, რომლითაც უელსში მიემგზავრებოდა, ლა-მანშის სრუტეში ჩავარდა.