ლიგა 1. XXIV ტურის წინ: ნეიმარს კავანი მიჰყვა? [VIDEO]

AutoSharing Option
ედინსონ კავანიმ პენალტით მოაგებინა პსჟ-ს, თავად კი ამ დარტყმით ტრავმა "აიკიდა" - აი, ასეთი კურიოზული სიტუაცია მოხდა ამ ტურში ლიგა 1-ში.

თომას ტუხელი "იუნაიტედთან" თამაშზე ფიქრობდა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ "ბორდოსთან" გადახალისებული შემადგენლობა დააყენა (7 ცვლილება განახორციელა). არც ის არის გასაკვირი, რომ ამის გამო პსჟ-ს მოგება გაუჭირდა.

ვნახოთ, თუ ნეიმართან ერთად ტუხელმა ედინსონ კავანიც დაკარგა, სოლსკიაერის "მანჩესტერი" წყვილში ფავორიტი გახდება. ლიგა 1-ში კი პსჟ-ს თავი ქუდში აქვს - "პარკ დე პრენსზე" გუნდმა 12
-დან 12 მატჩი მოიგო.


ფაქტები
  • "მარსელმა" ამ სეზონში 14 ქულა დააგროვა მას შემდეგ, რაც აგებდა.
  • მარიო ბალოტელიმ "მარსელის" მაისურით 3 მატჩში 2 გოლი გაიტანა, მაშინ, როცა "ნიცას" მაისურით 10 მატჩში ერთი გოლიც ვერ გაიტანა.
  • ედინსონ კავანიმ (პსჟ) 2019 წელს 7 გოლი გაიტანა, ყველაზე მეტი ევროპის ტოპ-5 ლიგაში.
  • პსჟ ევროპის ტოპ-5 ლიგაში ერთადერთი გუნდია, რომელმაც მოიგო ჩემპიონატის ყველა საშინაო მატჩი - 12 12-დან.
  • "ანჟერმა" სტუმრად ბოლო 8 მატჩში პირველი გამარჯვება იზეიმა.
  • რადამელ ფალკაო "მონაკოს" პირველი ფეხბურთელია ხავიერ სავიოლას შემდეგ (2004), ვინც საკუთარ დაბადების დღეზე ლიგა 1-ში გოლი გაიტანა.
  • ჟელსონ მარტინშმა "მონაკოს" სამ მატჩში სამ გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა (1 გოლი, 2 საგოლე პასი).
  • "მონაკოს" ამ სეზონში 7 წითელი ბარათი აქვს მიღებული, ყველაზე მეტი ევროპის ტოპ-5 ლიგაში.
  • ჟულიენ სტეფანმა "რენის" თავკაცის პოსტზე 9-დან 6 მატჩი მოიგო.

ლიგა 1. XXIV ტური
დიჟონი-მარსელი 1:2
გოლები: 1:0 მარი (18), 1:1 ბალოტელი (56), 1:2 ოკამპოსი (74)

პსჟ-ბორდო 1:0
გოლი: 1:0 კავანი (42-პენ)
პსჟ (4-4-2): ბუფონი - მონიე (80. დაგბა), ტიაგო სილვა, კიმპემბე, ნსოკი - ნკუნკუ, დანი ალვეში, ვერატი (59. პარედესი), დიაბი - ჩუპო-მოტინგი, კავანი (46. მბაპე)

ამიენი-კაენი 1:0
გოლი: 1:0 კონატე (64)

სტრასბური-ანჟერი 1:2
გოლები: 0:1 კანგა აკა (35), 0:2 კანგა აკა (55), 1:2 პრჩიჩი (87)

მონპელიე-მონაკო 2:2
გოლები: 0:1 მარტინში (14), 1:1 ლაბორდი (66), 1:2 ფალკაო (82), 2:2 დელორი (92-პენ)
გაძევება: ჟემერსონი (93. მონაკო)

ნანტი-ნიმი 2:4
გოლები: 1:0 კ. კულიბალი (15), 2:0 მაჯედი (38-პენ), 2:1 გილომი (47), 2:2 ბობიშონი (69), 2:3 ფერი (85), 2:4 ტიუბი (89)

ტულუზი-რეიმსი 1:1
გოლები: 0:1 ოუდინი (54), 1:1 გრადელი (81)

გენგამი-ლილი 0:2
გოლები: 0:1 ლეაო (47), 0:2 რემი (93-პენ)

რენი-სტ. ეტიენი 3:0
გოლები: 1:0 ნიანგი (21), 2:0 ბენ არფა (87-პენ), 3:0 უნუ (91)
გაძევება: ამუმა (92. სტ. ეტიენი)

ნიცა-ლიონი 1:0
გოლები: 1:0 ვალტერი (69-პენ.)

ბომბარდირები: 18 - კილიან მბაპე (პსჟ); 17 - ედინსონ კავანი (პსჟ); 16 - ნიკოლა პეპე (ლილი); 13 - ნეიმარი (პსჟ).

XXIII ტურიდან
13 თებერვალი: სტ. ეტიენი-სტრასბური, კაენი-ნანტი

მომდევნო ტური
15 თებერვალი: ლიონი-გენგამი
16 თებერვალი: მარსელი-ამიენი, ანჟერი-ნიცა, მონაკო-ნანტი, ნიმი-დიჟონი
17 თებერვალი: ბორდო-ტულუზი, კაენი-სტრასბური, ლილი-მონპელიე, რეიმსი-რენი, სტ. ეტიენი-პსჟ

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
პსჟ_ს ვერცერთი ინგლისური გუნდი ვერ გაუწევს წინააღმდეგობას სიტის გარდა. სიტიც საკამათოა. უბრალოდ შემადგენლოაბს დააკვირდით. ბუფონი, კიმბაბმე, ტიაგო სილვა, დანი ალვეში, დიმარია, დრაქსლერი, დიაბი, ნეიმარი, კავანი, მბაპე, და ა.შ ეს გუნდი ეხლა შეხვდეს ბარსელონას....... ტუხელი არ ვარგა როგორც მწვრთნელი ცოტა, თუ ზიდანმა ჩაიბარა პსჟ, აი, მერე მართლა უფრო უკეთესი იქნება. ესეთ გუნდს რომ არ უბალეშჩიკო როგორ შეიძლება.
3
პსჟ დაუნდობლად მოუგებს.
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული