პსჟ ზაფხულში ბუფონს, დანი ალვეშსა და ტიაგო სილვას დაემშვიდობება

AutoSharing Option
AS-ი ფრანგულ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პსჟ ზაფხულში შემადგენლობის გაახალგაზრდავებას გეგმავს.

გუნდი შესაძლოა რამდენიმე ასაკოვანმა ფეხბურთელმა დატოვოს, რომელთა შორისაცაა 41 წლის მეკარე ჯიჯი ბუფონი და 35 წლის მცველი დანი ალვეში. ორივეს კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და აღარ გაუგრძელებენ. არაა გამორიცხული, ტრანსფერზე დააყენონ გუნდის 34 წლის კაპიტანი ტიაგო სილვა.

ვეტერანი ფეხბურთელების გუნდიდან გაშვება პსჟ-ს ხელმძღანელებმა ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერთან" დამარცხების შემდეგ მიიღეს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული