პსჟ ისევ დამარცხდა და საჩემპიონო ზეიმი ისევ გადაედო

AutoSharing Option
უცნაური ამბები ხდება პსჟ-ის თავს. პარიზულ გუნდს 15 აპრილს შეეძლო საფრანგეთის ჩემპიონი ვადამდე ადრე გამხდარიყო, მაგრამ "ლილთან" 1:5 განადგურდა და ოქროს მედლების მოპოვება ვერც 28-ე ტურში ვერ მოახერხა.

ამჯერად "პარი სენ ჟერმენი" "ნანტთან" 2:3 დამარცხდა.

მომავალ ტურში პსჟ "მონაკოს" მასპინძლობს და შეუძლია ჩემპიონობა საკუთარ სტადიონზე იზეიმოს.

ნანტი. "ლია ბოჟუარი". 34 471 მაყურებელი
ნანტი - პსჟ 3:2
გოლები: 0:1 დანი ალვეში (19), 1:1 დიეგო კარლოსი (22), 2:1 ვარისი (44), 3:1 დიეგო კარლოსი (52), 3:2 გიუკლუ (89)

ნანტი: დიუპე, და სილვა, ლე, დიეგო კარლოსი,
პალუა, ტურე (კვატენგი 83), ტრაორე, მუტუსამი, რონჟე, ვარისი (ლიმბომბე 90), კულიბალი (კოლო 90+3)

პსჟ: ბუფონი, დანი ალვეში, კერერი, კიმპემბე, ნსოკი (დაგბა 60), დიაბი, პარედესი, დრაქსლერი, კურზავა (დიუკლუ 74), ნკუნკუ, ჩუპო-მოტინგი

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული