14 აპრილს, საფრანგეთის ჩემპიონატის 32-ე ტურში პსჟ სენსაციურად 1:5 დამარცხდა სტუმრად "ლილთან".
ჩემპიონობის მოსაპოვებლად "პარი სენ ჟერმენს" ფრეც აწყობდა, მაგრამ მოახერხა და დიდი ანგარიშით დამარცხდა.
5 და მეტი გოლი პარიზულმა გუნდმა ჩემპიონატზე უკანასკნელად 2000 წელს გაუშვა, როდესაც "სედანთან" ანალოგიური ანგარიშით წააგო.
17 აპრილს, შემდეგ ტურში პსჟ გასვლაზე "ნანტს" დაუპირისპირდება.
ლილი. "პიერ მორუა". 49 712 მაყურებელი
ლილი - პსჟ 5:1
გოლები: 1:0 მენე (7, საკ. კარში), 1:1 ბერნატი (11), 2:1 პეპე (51), 3:1 ბამბა (65), 4:1 გაბრიელი (71), 5:1 ფონტე (84)
გაძევება: ბერნატი (36)