პსჟ-ის თავდამსხმელმა კილიან მბაპემ "მონაკოსთან" მოგებულ მატჩში (3:1) ჰეთ-თრიკი შეასრულა, საფრანგეთში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 20 წლის ასაკში ჩემპიონატში 30 გოლი გაიტანა და "რეალში" შესაძლო გადასვლაზე გააკეთა კომენტარი.
"მე პარიზში ვრჩები. მიუხედავად ამისა, მახარებს "რეალის" გამარჯვება, მახარებს ამ გუნდში ზიდანის დაბრუნება.
"რეალის" თამაშებს ვუყურებ, როგორც მისი გულშემატკივარი", - განაცხადა მბაპემ Canal+-ის ეთერში.