პსჟ-მა ზედიზედ მესამე საგარეო შეხვედრა წააგო - ბოლო 10 წუთში 2-ჯერ გაუშვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 აპრილს, საფრანგეთის ლიგა 1-ის 34-ე ტურის მატჩში პსჟ "მონპელიეს" ეწვია და 2:3 დამარცხდა.

პარიზელები ოიონგოს ავტოგოლისა და დი მარიას გოლის წყალობით 62-ე წუთამდე იგებდნენ, თუმცა ბოლო 10 წუთში ორი გოლი გაუშვეს საკუთარ კარში და ზედიზედ მესამე საგარეო მატჩი დათმეს, რაც 2010 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

ტომას ტუხელის შეგირდებმა ბოლო 6 შეხვედრიდან მხოლოდ 1 მოიგეს და ამ მატჩებში საკუთარ კარში 16 გოლი გაუშვეს.

პსჟ უკვე საფრანგეთის ჩემპიონია. გასულ ტურში "მონაკოს" დამარცხებით, პარიზელებმა ჩემპიონობა კიდევ ერთხელ იზეიმეს, ბოლო 7 სეზონში მეექვსედ.

მონპელიე. "სტეიდ დე ლა მოსონი". 20,477 მაყურებელი

მონპელიე-პსჟ 3:2
გოლები: 0:1 ოიონგო (ს.კ.12), 1:1 კიმპემბე (ს.კ 21), 1:2 დი მარია (62), 2:2 დელორტი (80), კამარა (85).

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
გაიხარე
აკაკი
22:40 01-05-2019
0
ერთი ძმურად მითხარით ვინმემ თუ იცით, კილიანი რატომ არ იყო?
vova
13:04 01-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული