კრისტოფ დიუგარი: დე ლიხტი ფულის გამო "ბარსელონაში" არ გადავიდა - ამის გამო გული მერევა

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა კრისტოფ დიუგარიმ "აიაქსის" მცველი მატიას დე ლიხტი გააკრიტიკა, რომელმაც პსჟ-სთან კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში ტრანსფერის გამოსასყიდ თანხად 150 მილიონი ევრო მოითხოვა, რაზეც უარი უთხრეს.

"ვულოცავ ყველას, ვინც ამ გადაწყვეტილების მიღებაში მიიღო მონაწილეობა. მოდით, შევაჩეროთ ეს ცირკი, სადაც ფეხბურთელები პირობებს კარნახობენ. მე ამ ახალი ფეხბურთით დავიღალე.

დე ლიხტო, ჯერ ხელშეკრულება არ გაგიფორმებია და უკვე წასვლაზე ფიქრობ. რა ხდება შენს თავში? შენ ხომ მხოლოდ 19 წლის ხარ. 12, 13, 14, 15, 20 მილიონი წელიწადში? რა განსხვავებაა? კიდევ ერთ ავტომობილს
შეიძენ, შენი სახლი 50 კვადრატული მეტრით უფრო დიდი გახდება, იახტა 10 მეტრით უფრო გრძელი იქნება...

სადაა აქ სპორტული მხარე? მას აქვს არჩევანი: "ბარსელონა", პსჟ, "იუვენტუსი". აშკარაა, სპორტული თვალსაზრისით საუკეთესო ვარიანტი "ბარსელონაა", მაგრამ ფულის გამო იქ გადასვლა არ ისურვა. მე ამისგან გული მერევა.

დე ლიხტი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ საქმისადმი ასეთი მიდგომით შორს ვერ წავა. ეს უბრალოდ შეუძლებელია", - ციტირებს დიუგარის RMC Sport-ი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
რა შუაშია რონალდო? ან საერთოდ ვინ არის ეგ ამასია საქმე? ჯერ კომენტარი წაიკითხე,გაიაზრე და მერე წერე რასაც სწერ.ჯერ ერთი მე ზოგადად ვახსენე დიდი ხელფასები არის ფეხბურთში თქო და მესი კი მართლა არ იმსახურებს მაგდენ ფულს ხელფასს რაც ახლა აქვს.ნაკრებში კი არა უკვე კლუბშიც ვეღარ თამაშობს,არც რონალდოზე ვარ გადარეული, მაგრამ ამ კაცმა ერთა ლიგაც ზედ მიაყოლა ყველაფერს.ამ ასაკში ორივესთვის ასეთი კონტრაქტები ზედმეტია მე ეგ ვთქვი და არ ვარ არც რონალდოს ფანი არც მესის.ზიდანია ნ1 ჩემთვის
10ს
29 ივნისი 2019 15:36
4
მესის თავისი თამაშებიდან გამომდინარე ეკუთვნის ასეთი ხელფასი! მერე ესპანეთის გადატვირთული კალენდრიდან გამომდინარე ერთი დღეც არ დაუსვენებია მესის, რომელმაც მართლა უდიდესი ენერგია წაიღო ამას დაემატა ნაკრები და მართლა სახეზე ეტყობა, რომ გადამწვარია ლეო, მაგრამ რა ქნას ? უყვარს თავისი მშობლიური ქვეყანა და უკანასკნელი ძალებით თამაშობს! მესი თუ არ თამაშობს თავგამოდებით ბარსაში, ამას შენი მხრიდან სიბრმავე ქვია! ლეომ რამდენჯერ გადაარჩინა ბარსა წაგებას? ამ ასაკშიო არ ეკუთვნისო, ბჟუტურებ რაღაცას. ჰმ მეცინება მაგრად. მპაბე ლაწირაკს ეკუთვნის და მესის არა? დაფიქრდი და ისე წერე და იკითხე! შენ გეტყობა მესის ლამაზი გოლები არ გინახია, თუ მარტო "ვალიადოლებთან" გატანილი გოლებით შემოიფარგლები????
10
29 ივნისი 2019 16:46
1
არ ვარ ესპანური ფეხბურთის მოყვარული, უფრო იტალიური და ინგლისური ფეხბურთი მომწონს. მესის რაც შეეხება მახსოვს რეალების და ლივერპულების და კიდევ ბევრი კარგი გუნდების კარში გატანილი გოლები.
roma
29 ივნისი 2019 15:09
4
რაში გამოიხატება ამ ნათქვამიდან გამომდინარე ჩემი უვიცობა?ლანძღვით არავისზე მიმიმართავს, ვცდილობ ყველაფერი ობიქტურად შევაფასო და ისე დავწერო კომენტარი.ეს ადგილი სწორედ მაგისთვისაა.ეს თქვენ ხართ მესის გამო, რომ ყველას სეურაცხყოფთ და ლანძღავთ.ლანძღავთ ქართველებს, ისევ ქართველებს. ამაზე დიდი უბედურება რაგინდა იყოს, ვიღაც სამხრეთ ამერიკელის გამო რას აღარ კადრულობთ და სხვებიც კიდე.პ.ს.კომენტარის უფლება ყველასააქვს, მორალები თქვენთვის დაიტოვეთ.
Grisha-ს
29 ივნისი 2019 15:03
2
დღეს ყველაფერი ფულია: კომერციალები, შოუები,სპორტი და ა.შ.ამიტომ ამ კაცს რა უკვირს მე არ ვიცი.ბარსელონაშიც და იუვენტუსშიც მესის და რონალდოს ასტრონომიული შემოსავლები აქვთ(განსაკუთრებით მესის და რაში ვერგეტყვით, როცა ამდენი პერპექტიული ახალგაზრდაა)ხელფასი ეკუთვნის იმას ვინც საკლუბო დონეზე "გლიჯავს"და არა გოლები გააქვს ვალიადოლიდების კარში, თუ მაინც ხელფასი ჰქვია.
კარგით რა
29 ივნისი 2019 02:18
10
ამაშია საქმე! ნუ გაუტრ...კე მესის საქმე რა? უბრალოდ გატყობთ, რომ ხარ მაგარი უსაქმური! მესის რაში ამხელა ხელფასიო? უკვირს "ბიჭს" აბა ვის? თუ არა მესის?! შენს კრისწინკას რაში? ჰოოო, ამაშია საქმე აბა?
10
29 ივნისი 2019 14:41
4
წადი რა სხვა რამით დაკავდი, უაზრო კომენტები უვიცობის გამოვლინებაა და არ არის საჭირო ყველამ იცოდეს
Grisha
29 ივნისი 2019 12:32
6

სიახლეები პოპულარული