კრისტოფ დიუგარი: დე ლიხტი ფულის გამო "ბარსელონაში" არ გადავიდა - ამის გამო გული მერევა

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა კრისტოფ დიუგარიმ "აიაქსის" მცველი მატიას დე ლიხტი გააკრიტიკა, რომელმაც პსჟ-სთან კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში ტრანსფერის გამოსასყიდ თანხად 150 მილიონი ევრო მოითხოვა, რაზეც უარი უთხრეს.

"ვულოცავ ყველას, ვინც ამ გადაწყვეტილების მიღებაში მიიღო მონაწილეობა. მოდით, შევაჩეროთ ეს ცირკი, სადაც ფეხბურთელები პირობებს კარნახობენ. მე ამ ახალი ფეხბურთით დავიღალე.

დე ლიხტო, ჯერ ხელშეკრულება არ გაგიფორმებია და უკვე წასვლაზე ფიქრობ. რა ხდება შენს თავში? შენ ხომ მხოლოდ 19 წლის ხარ. 12, 13, 14, 15, 20 მილიონი წელიწადში? რა განსხვავებაა? კიდევ ერთ ავტომობილს
შეიძენ, შენი სახლი 50 კვადრატული მეტრით უფრო დიდი გახდება, იახტა 10 მეტრით უფრო გრძელი იქნება...

სადაა აქ სპორტული მხარე? მას აქვს არჩევანი: "ბარსელონა", პსჟ, "იუვენტუსი". აშკარაა, სპორტული თვალსაზრისით საუკეთესო ვარიანტი "ბარსელონაა", მაგრამ ფულის გამო იქ გადასვლა არ ისურვა. მე ამისგან გული მერევა.

დე ლიხტი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ საქმისადმი ასეთი მიდგომით შორს ვერ წავა. ეს უბრალოდ შეუძლებელია", - ციტირებს დიუგარის RMC Sport-ი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
რა შუაშია რონალდო? ან საერთოდ ვინ არის ეგ ამასია საქმე? ჯერ კომენტარი წაიკითხე,გაიაზრე და მერე წერე რასაც სწერ.ჯერ ერთი მე ზოგადად ვახსენე დიდი ხელფასები არის ფეხბურთში თქო და მესი კი მართლა არ იმსახურებს მაგდენ ფულს ხელფასს რაც ახლა აქვს.ნაკრებში კი არა უკვე კლუბშიც ვეღარ თამაშობს,არც რონალდოზე ვარ გადარეული, მაგრამ ამ კაცმა ერთა ლიგაც ზედ მიაყოლა ყველაფერს.ამ ასაკში ორივესთვის ასეთი კონტრაქტები ზედმეტია მე ეგ ვთქვი და არ ვარ არც რონალდოს ფანი არც მესის.ზიდანია ნ1 ჩემთვის
10ს
15:36 29-06-2019
4
არ ვარ ესპანური ფეხბურთის მოყვარული, უფრო იტალიური და ინგლისური ფეხბურთი მომწონს. მესის რაც შეეხება მახსოვს რეალების და ლივერპულების და კიდევ ბევრი კარგი გუნდების კარში გატანილი გოლები.
roma
15:09 29-06-2019
4

სიახლეები პოპულარული