9 აგვისტოს, საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ტურში "ლიონმა" სტუმრად 3:0 სძლია "მონაკოს".
მსაჯმა 30-ე წუთზე მეტოქე გუნდის მცველ ლეო დებუასთან უხეშობისთვის ყვითელი ბარათი უჩვენა მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველ სესკ ფაბრეგასს, მაგრამ ვიდეოგამეორების შემდეგ ყვითელი წითელი ბარათით შეუცვალა.
ამ მომენტესთვის სტუმრები უკვე 1:0-ს იგებდნენ და საბოლოოდ 3:0 იმარჯვეს.
ფაბრეგასი მონეგასკურ გუნდში, რომელმაც გასულ ჩემპიონატზე მე-17 ადგილი დაიკავა, ზამთარში გადავიდა.
მონაკო. "ლუი II"
მონაკო - ლიონი 0:3
გოლები: 0:1 დემბელე (5), 0:2 დეპაი (36), 0:3 ტუსარი (80)
გაძევება: ფაბრეგასი (30)