პსჟ-ის გამარჯვება ძვირად დაუჯდა - მბაპემ და კავანიმ ტრავმები მიიღეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 აგვისტოს, პსჟ-მა საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურის დასკვნით მატჩში "ტულუზა" 4:0 გაანადგურა.

პირველ ტურში "რენთან" წაგების (1:2) შემდეგ, პარიზული გუნდისთვის გამარჯვების მოპოვება აუცილებელი იყო. პირველ ტაიმში მასპინძლებმა მეტოქის წინააღმდეგობა ვერ დაძლიეს, შესვენების შემდეგ კი ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს და მოიგეს.

ტრავმების გამო შეცვალეს "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელები ედინსონ კავანი და კილიან მბაპე და თუ ისინი სერიოზულად არიან დაშავებულნი, იმის გათვალისწინებით, რომ ნეიმარს მისი სიტუაციის გარკვევამდე არ ათამაშებენ, მძიმე ვითარებაში აღმოჩნდებიან.

30 აგვისტოს პსჟ გასვლაზე "მეცს" დაუპირისპირდება.

პარიზი. "პარკ დე პრენსი".
47 325 მაყურებელი
პსჟ - ტულუზა 4:0
გოლები: 1:0 ჩუპო-მოტინგი (50), 2:0 გონსალვესი (55, საკ. კარში), 3:0 ჩუპო-მოტინგი (75), 4:0 მარკინიოსი (83)
გამოუყენებელი პენალტი: დი მარია (71)

პსჟ: არეოლა, ბერნატი, მარკინიოსი, დიალო (ტიაგო სილვა 40), დაგბა, დი მარია, გუიე, ვერატი, სარაბია, კავანი (ჩუპო-მოტინგი 14), მბაპე (ზაგრე 66)

ტულუზა: რენე, მორეირა, გონსალვესი (საიდი 71), ამიანი, სილა, სანგარე, მაკეგნო, გრადელი, ვენკერი (დოსევი 60), დიაკიტე, კულურისი (ლეია-ისეკა 60)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული