ნეიმარის გამო პსჟ-ის გულშემატკივრებმა შეიძლება "რეალთან" მატჩს ბოიკოტი გამოუცხადონ

AutoSharing Option
პსჟ-ის ულტრასთა გაერთიანება Collectif Ultra Paris-ს კლუბის ხელმძღვანელობასთან უთანხმოება აქვს.

"პარი სენ ჟერმენმა" ფანებს სთხოვა, ტრიბუნებზე თავდამსხმელ ნეიმარის საწინააღმდეგო ბანერები აღარ გამოფინონ, მაგრამ ისინი უარზე არიან.

ქომაგები იმის გამო არიან უკმაყოფილოები, რომ ნეიმარს ზაფხულში გუნდის დატოვება უნდოდა.

აქედან გამომდინარე, არაა გამორიცხული, ულტრასებმა გუნდის "სტრასბურგთან" და "რეალთან" საშინაო მატჩებს ბოიკოტი გამოუცხადონ.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისე ჩვენში დარჩეს და არც ვამტყუნებ გულშემატკვრებს. ნეიმარმა ჯერ ქურდულად ბარსას უღალატა, მერე ამ პსჟ- დაუპირისპირდა როცა მიხვდა, რომ მისი კარიერა აქ ფუჭდება. ასეა მოღალატე ფეხბურთელებს ასეთი ბედი აქვთ.
ლაშა
12:58 13-09-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული