პსჟ-ის მწვრთნელმა თომას ტუხელმა დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ ახალი ტრავმა მიიღო.
მბაპე 5 ოქტომბერს ლიგა 1-ის მე-9 ტურში "ანჟესთან" საშინაო მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
"კილიანი ვერ დაგვეხმარება. ეს წინა ტრავმის რეციდივი არაა. მწყობრში ჩასადგომად მას დრო დასჭირდება", - ციტირებს ტუხელს AS-ი.
სეზონის დასაწყისში მბაპეს მუხლქვეშა მყესის ტრავმის გამო ერთი თვე გაუცდა, მიმდინარე სეზონში კი ყველა ტურნირზე 6 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.