რივალდო: თუ უნდა დაამტკიცოს, რომ მესისა და რონალდოს მემკვიდრეა, მბაპემ პსჟ უნდა დატოვოს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა რივალდომ პსჟ-ის თავდამსხმელ კილიან მბაპეზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.

"უეჭველია, მბაპეს აქვს იმის უნარი, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. შესანიშნავად თამაშობს და უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია.

მას პროგრესირება ლა ლიგასა და პრემიერლიგაში შეუძლია. ლიგა 1 აშკარად მათზე უფრო დაბალი დონის ტურნირია.

პსჟ-სადმი ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, ვთვლი, რომ მბაპე ესპანურ ან ინგლისურ გუნდში უნდა გადავიდეს, რათა დაამტკიცოს, რომ მესისა და რონალდოს მემკვიდრეა. საუკეთესოებმა საუკეთესო ლიგებში უნ
და იასპარეზონ.

თუმცა, ვიცი, "ბარსელონას" კილიანის გადაბირება გაუჭირდება, რამეთუ თავისი ასაკის, ჩემპიონის სტატუსის და ბუნებრივი მონაცემების გამო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელია და შესაბამისად, ძალიან ძვირი ღირს.

"ბარსელონას" ნეიმარის დაბრუნებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები ჰქონდა და წარმოიდგინეთ, რამდენს მოითხოვს მბაპეს ტრანსფერში. ასე რომ, მბაპეს შეძენა "ბარსასთვის" წარმოუდგენელია", - განუცხადა რივალდომ Goal-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული