პსჟ-ში განათხოვრებულ თავდამსხმელ მაურო იკარდის იტალიაში დაბრუნება არ უნდა.
"ტუტოსპორტის" ცნობით, იკარდი პსჟ-ს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად მიიჩნევს და "ინტერისადმი" ნოსტალგიას არ განიცდის.
"ვგრძნობ, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ვთამაშობ და რაც ჩემზეა დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებ, რათა აქ დავრჩე. "ინტერისადმი" არანაირი ნოსტალგიის გრძნობა არ გამაჩნია", - განუცხადა იკარდიმ გამოცემას.
მან ამ სეზონში ყველა ტურნირზე 8 მატჩში 7 გოლი გაიტანა.