საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ემანუელ პეტიტმა პსჟ-ის ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარი გააკრიტიკა. ამის შესახებ ინფორმაციას RMC ავრცელებს.
"მატჩის დროს ნეიმარი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. მისი თანაგუნდელების ადგილზე წარმოიდგინეთ თავი, რომლებსაც ამ ყველაფრის ატანა უწევთ. ნეიმარს სულ არ ადარდებს კლუბი და მისი ფანები. ის პატივს არ სცემს პსჟ-ს", - თქვა პეტიტმა.
მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პსჟ-ის 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 4 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ ზაფხულში ნეიმარს "ბარსელონაში" უნდოდა დაბრუნება, მაგრამ ტრანსფერზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.