ლეონარდო ჟარდიმს "მონაკოდან" კიდევ ერთხელ უშვებენ

AutoSharing Option
ფრანგული სპორტული პრესის მიხედვით, ლეონარდო ჟარდიმი შესაძლოა, 2020 წლიდან "მონაკოს" მთავარი მწვრთნელი აღარ იყოს.

პორტუგალიელი სპეციალისტის გაწვრთნილები საფრანგეთის ლიგის თასის 1/8-ფინალში საკუთარ მოედანზე "ლილთან" 0:3 განადგურდნენ და ჟარდიმის წასვლის საკითხიც სწორედ ამის შემდეგ დადგა.

"მონაკო" 21 დეკემბერს უკვე ლიგა 1-ის ეგიდით კვლავ "ლილს" უმასპინძლებს და იმ შემთხვევაში, თუ მისი გუნდი ისევ დამარცხდება, პორტუგალიელს გაათავისუფლებენ.

აქვე გეტყვით, რომ ჟარდიმის შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი რუსი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკია, რომელიც რამდენიმე დღეა დაითხოვეს "ვიტესიდან".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული