"მონაკომ" პსჟ-ს ფრე გაუგორა - ნეიმარმა დუბლი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 იანვარს, ლიგა 1-ის მე-20 ტურში პსჟ-ისა და "მონაკოს" მატჩი 3:3 დასრულდა.

ამ შეხვედრის წინ "მონაკომ" მწვრთნელი ლეონარდო ჟარდიმი გადააყენა და მის ნაცვლად ესპანეთის ნაკრების ყოფილი თავკაცი რობერტ მორენო დანიშნა.

პსჟ 46 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ "მარსელს" 5 ქულით უსწრებს, თან 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული და 16 იანვარს "მონაკოს" უკვე სტუმრად შეხვდება.

"მონაკოს" თავდამსხმელმა ვისამ ბენ იედერმა პარიზულ გუნდს გაუტანა და 14 ქულით ჩემპიონატის ბომბარდირია - მეორე ადგილზე 11 გოლით "პარი სენ ჟერმენის" ფორვარდი კილიან მბაპეა.

პსჟ-ის თავდამსხმელმა ნეიმარმა დუბლი
შეასრულა და მიმდინარე პირველობის 11 შეხვედრაში 10 გოლი (2 პენალტით) და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

პარიზი. "პარკ დე პრენსი". 47 580 მაყურებელი
პსჟ - მონაკო 3:3
გოლები: 1:0 ნეიმარი (3), 1:1 მარტინში (7), 1:2 ბენ იედერი (13), 2:2 ბალო (24, საკ. კარში), 3:2 ნეიმარი (42, პენ), 3:3 სლიმანი (70)


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული