ბრაზილიელმა მცველმა მარკინიოსმა პსჟ-სთან კონტრაქტი გააგრძელა.
ახალი ხელშეკრულების მიხედვით, მარკინიოსი პარიზულ გუნდში 2024 წლის ზაფხულამდე იასპარეზებს. მის ძველ კონტრაქტს ვადა 2022 წელს გასდიოდა.
25 წლის მარკინიოსმა ამ სეზონში ლიგა 1-ის 16 მატჩში 1 გოლი გაიტანა.